მასტერსი - საქართველოს საპრიზო ფონდი 154 ათასი ლარია.
შეჯიბრება თბილისში ძიუდოს აკადემიაში გაიმართება.
მონაწილეობენ საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის ძიუდოისტები, საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატის პრიზიორები, საქართველოს 2025 წლის მეორე დონის ჩემპიონატის ფინალისტები, საქართველოს 2025 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალისტები და მეორე დონის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალისტები.
წინასწარი შეხვედრების დასაწყისი 12:00. ფინალური ბლოკი 17:00.
ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელერეპორტაჟი პირველი არხი-სპორტზე.