მომავალი - JUDO მოქნილი გზა - წარმატებისკენ - გამოცდები (eng)

18 იანვრიდან, ყოველ ოთხშაბათს, ორი თვის განმავლობაში, 10:00-12:00 საათებში თბილისში ძიუდოს აკადემიაში პროექტის „მომავალი JUDO - მოქნილი გზა“ ფარგლებში ჩატარდება გამოცდები, რომელიც საშუალებას მისცემს ძიუდოისტებს და მათ პირად მწვრთნელებს სრულფასოვნად იყვნენ ჩართულნი პროექტის მიმდინარეობაში და გადავიდნენ განვითარების ახალ საფეხურზე. ამ ეტაპზე გამოცდების ჩაბარება შეუძლიათ 2006-2008 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს. გამოცდაჩაბარებული ძიუდოისტების პირადი მწვრთნელები სრულფასოვნად იქნებიან ჩართულნი ჭაბუკთა ნაკრების მომზადების პროცესში, რაც გულისხმობს მათ შეკრებებზე და შეჯიბრებებზე მივლინებას, ასევე სახელფასო ანაზღაურებას იმ შემთხევაში, თუ გამოცდაჩაბარებული ძიუდოისტი წარმატებას მიაღწევს ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე, ან ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე. ძიუდოისტის მიერ გამოცდის არ ან ვერჩაბარების შემთხვევაში, მისი პირადი მწვრთნელი მოკლებული იქნება ამ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას. რაც შეეხება გამოცდის ჩაბარების მიმდინარეობას, ორი თვის განმავლობაში ძიუდოისტს აქვს შესაძლებლობა გამოცდის ჩაბარება სცადოს რამდემჯერმე გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში.

აქვე წარმოგიდგენთ დოკუმენტურ და ვიდეომასალას, რომლის მიხედვითაც იქნება შედგენილი საგამოცდო ბილეთები და რომლის  მიხედვითაც შეფასდებიან ძიუდოისტები.

ძიუდოისტს მოეთხოვება ცოდნა შემდეგ კომპონენტებში:

1. ძირითადი (ზოგადი) ტერმინოლოგია და მოძრაობები;

2. ტექნიკა დგომში (ნაგევაზა) და ქვეჭიდში (კატამევაზა);

3.ნაგენოკატა (ძიუდოს პრინციპების ჩვენება)  აქ შეგიძლიათ ნახოთ ნაგენოკატას სრული ვერსია https://youtu.be/YOcVfmmMBLY 

PS: მომავალში საგამოცდო შინაარსი ეტაპობრივად დაიხვეწება, შეივსება, გამდიდრდება სხვადასხვა კომპონენტებით, რომელიც გამოიკვეთება სანაკრებო და საკლუბო დონეზე თეორიული თუ პრაქტიკული მუშაობის პროცესში. აქვე აღვნიშნავთ, რომ მომავალი წლიდან გამოცდების ჩაბარება იქნება სავალდებულო, რაც გულისხმობს იმას, რომ გამოცდაჩაუბარებელი ძიუდოისტი, მის მიერ მიღწეული შედეგის მიუხედავად, არ დაფინანსდება ფედერაციის მიერ.

კონტაქტი: ვაჟა ბალხამიშვილი 551915111, ზურაბ უსუფაშვილი 577994407