Share


უშანგი მარგიანის ბრინჯაო

2017-09-01 17:39:27

უშანგი მარგიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა -90კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ევროპის ჩემპიონი სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი. მარგიანმა ჩემპიონატზე ერთადერთი შეხვედრა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონთან სერბ ნემანია მაიდოვთან მეოთხედფინალში დამატებით დროში წააგო. მანამდე დაამარცხა ბოსნია-ჰერცეგოვინელი ტონი მილეტიჩი, ალჟირელი აბდურაჰმან ბენამადი და ჩეხი დევიდ კლამერტი, ხოლო რეპეშაჟში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს სძლია.