Share


22-24 მარტი 2024, გრან სლემი, თბილისი, საქართველო

2024-03-22 15:24:58

 

22-24 მარტს „თბილისი არენაზე“ გაიმართება თბილისის გრან სლემი, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო ტურის ფარგლებში ტარდება და 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის რეიტინგში ჩასათვლელ ქულებს იძლევა. ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 154 ათასი ევროა, მონაწილეობას მიიღებენ 83 ქვეყნის წარმომადგენლები. მათ შორის საქართველოს ნაკრები.

სამივე დღეს ფინალური ბლოკი 17:00-ზე დაიწყება და ტელევიზიით პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაიცემა. წინასწარი შეხვედრების დაწყების დასაწყისი: 22-23 მარტი - 9:00, 24 მარტი - 9:30.

მონაწილე ქვეყნები

ძიუდოისტები

პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები https://judotv.com/competitions/gs_geo2024/overview

დასასწრები ბილეთები https://tkt.ge/show/17462/tbilisis-didi-slemi

 

გრან სლემის პროგრამა:

22 მარტი - ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ. კაცები: -60კგ, -66კგ;

23 მარტი - ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ;

24 მარტი - ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60კგ - გიორგი სარდალაშვილი, თომა გელაშვილი, ირაკლი კუპატაძე, ლუკა მოდებაძე;

-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, გიგი ოტიაშვილი;

-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე, საბა ხალიშვილი;

-81კგ - დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი, ვლადიმირ ახალკაცი, კოტე კაპანაძე;

-90კგ - ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე, ლუკა ბაბუციძე;

-100კგ - ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე, სოსო ებილაშვილი, იმედა გოგოლაძე;

+100კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, უჩა ტაბატაძე;

-48კგ - ჯულიეტა როდონაია, თამარ გიგოლაევი;

-52კგ - მარიამ ფოცხვერაშვილი, ელენე წიკლაური, თამარ სუხიაშვილი;

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, გვანცა მჭედლიშვილი;

-63კგ - რეგინა უთნელიშვილი, ნინო წიკლაური;

-70კგ - ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია, ლიზი ქვარცხავა;

-78კგ - ეკა ზამთარაშვილი;

+78კგ - სოფიო სომხიშვილი.