Share


ვაჟა მარგველაშვილის ბრინჯაო

2017-08-30 08:25:45

ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სამხრეთ კორეელი ლიმჰვან კიმი დაამარცხა. ნახევარფინალამდე ვაჟამ 4 შეხვედრა მოიგო, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონთან და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორთან სამხრეთ კორეელ ბაულ ანთან, ნახევარფინალში კი მომავალ მსოფლიოს ჩემპიონთან იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა. ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა.