Share


„შევარდენი“ „ოქროს ლიგის“ გამარჯვებულია

2017-05-17 18:45:06

„ოქროს ლიგის“ გამარჯვებული თბილისის „შევარდენი 2005“ გახდა, რომელმაც ფინალში ქარელის „დურმიშხანი“ 3-2 დაამარცხა.

ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკთა შორის წლეულს მეხუთედ ჩატარდა და ხუთივეჯერ ჩემპიონატის გამარჯვებული „შევარდენი 2005“ გახდა, რომლის მწვრთნელია გურამ მოდებაძეა. აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომლის სახელსაც ატარებს ეს შეჯიბრი, სწორედ ამ კლუბის აღზრდილია. თუ წინა ოთხ ჩემპიონატში „შევარდენს“ ფინალში თბილისის „ლიდერთან“ იწევდა დაპირისპირება, ამჯერად მისი მეტოქე ქარელის „დურმიშხანი“ (მწვრთნელი გიორგი ბერუაშვილი) იყო. თბილისის „ლიდერი“ (მწვრთნელი ალექსანდრე მამუკიშვილი)  კი მესამე ადგილზე გავიდა. „ლიდერმა“ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ხაშურის „სამურაის“ (მწვრთნელი ომარი ლომიძე) მოუგო. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აგრეთვე თბილისის „ოლიმპმა“ (მწვრთნელი ზვიად წოწკოლაური), რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თელავის „პატარა კახი“ (მწვრთნელი ფრიდონ ჩიტაშვილი) დაამარცხა. 

შედეგები