Share


2 ოქრო და 1 ვერცხლი პირველ დღეს

2017-03-31 19:31:12

თბილისის გრან პრის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლი მედალი მოიპოვა. ვაჟებმა 2 წონიტ კატეგორიაში -60კგ-ში და -66კგ-ში იასარეზეს და ორივეში გამარჯვება ქართველ ძიუდოისტებს დარჩათ. -60კგ-ის ფინალ სულაც ქართული გამოდგა. ერთმანეთს ამირან აპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ჩხვიმიანს დარჩა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ლაშა გიუნაშვილის წარმატება 66კგ წონით კატეგორიაში. გიუნაშვილმა მთელი დღის განმავლობაში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. ფინალისკენ გზაზე დაამარცხა ტურნირის პირველი ნომერი მონღოლი დოვდონი და ბრაზილიელი ჩიბანა, ხოლო ფინალში კიდევ ერთ მონღოლს ტურნირის მეორე ნომერს დავადორჯს სძლია. როგორც ჩხვიმიანმა, ისე გიუნაშვილმა კარიერაში გრან პრი პირველად მოიგეს.