Share


ბექა ღვინიაშვილის ოქრო დიუსელდორფში

2017-02-26 23:25:48

ბექა ღვინიაშვილი დიუსელდორფის გრან პრის გამარჯვებული გახდა. -90კგ წონით კატეგორიის ფინალში მან რუსეთის წარმომადგენელი ხუსენ ხალმურზაევი შესანიშნავი გდებით დაამარცხა. ფინალისკენ გზაზე ღვინიაშვილმა ოთხი შეხვედრა მოიგო, დაამარცხა ორი გერმანელი, მონღოლი და ტაჯიკი ძიუდოისტები.

საქართველოს ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრიზე ასპარეზობა 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ბექა ღვინიაშვილის გარდა, ოქროს მედალი ვაჟა მარგგველაშვილმა (-66კგ) მოიპოვა. ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ ამირან პაპინაშვილი (-60კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ).