Share


ზვიად გოგოჭური პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია!

2016-09-12 09:05:05

რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე პარალიმპიური თამაშებში ზვიად გოგოჭურმა -90კგ წონითი კატეგორიის ფინალში უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო დაამარცხა. გოგოჭური შჯიბრში მეორე ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში დაისვენა. მეოთხედფიინალში მან არგენტინელ ხორხე ლენსინას სძლია, ხოლო ნახევარფინაში ამერიკელ დარტანიონ კროკეტს.

ზვიად გოგოჭური საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი სინჯის მედალი მოიპოვა.

ყველას გილოცავთ ზვიად გოგოჭურის გამარჯვებას!

შედეგები