Share


3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მეორე დღეს

2016-04-23 19:45:01

ევროპის ჩემპიონატზე მეორე დღეს საქართველოს ნაკრების ოთხმა ძიუდოისტმა იჭიდავა და ოთხივემ მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ ესტერ სტამი (-70კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81კგ), ხოლო ნუგზარ ტატალაშვილმა (-73კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.