Share


საკლუბო ჩემპიონატი დაიწყო

2016-04-10 11:44:52

დაიწყო საქართველოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი უფროსებს შორის, სადაც მონაწილეობს 7 გუნდი: „შევარდენი 2005“, „ლიდერი“, „მებრძოლი 2015“, (სამივე თბილისი) „ვიპ-ძიუდო“, „ლომჭაბუკი“ (ორივე გორი), „გლადიატორი“ ( გურჯაანი) და „დურმიშხანი“ (ქარელი).
ჩემპიონატი ჩატარდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპი ჩატარდება წრიული სისტემით, ანუ ყველა გუნდი ერთმანეთს შეხვდება. პირველი ეტაპის საპრიზო თანხა შეადგენს 147 ათას ლარს. 
10 აპრილს ჩატარდა პირველი და მეორე ტურის შეხვედრები, თითოეულმა გუნდმა ჩაატარა 2 შეხვედრა. სულ ჩატარდა 7 მატჩი:

ლიდერი  4 - 3  ლომჭაბუკი
დურმიშხანი   5 -  2   გლადიატორი
ვიპ ძიუდო   4  -  3   შევარდენი 2005
ლიდერი  4  -  3  დურმიშხანი
ვიპ ძიუდო   2  -  5    მებრძოლი 2015
ლომჭაბუკი   3  -  4    გლადიატორი
შევარდენი 2005   3  -  4    მებრძოლი 2015

2 ტურის შემდეგ გათამაშების ცხლილში დაწინაურდა "მებრძოლი 2015"

  გათამაშების ცხრილი 2 ტურის შემდეგ
    შეხვედრა მოგება წაგება
1 მებრძოლი 2015 14 9 5
2 ლიდერი 14 8 6
3 დურმიშხანი 14 8 6
4 გლადიატორი 14 6 8
4 ვიპ ძიუდო 14 6 8
4 ლომჭაბუკი 14 6 8
4 შევარდენი 2005 14 6 8

 

"ლიდერი" მეორე ადგილზეა "დურმიშხანთან" პირადი შეხვედრის მოგების გამო.

 

ფინალური ეტაპი, სადაც 4 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს, გაიმართება შემოდგომაზე და მისი საპრიზო თანხა შეადგენს 160 ათას ლარს. გამარჯვებული გუნდი მიიღებს 70 ათასს. მეორე ადგილზე გასული - 50 ათასს, მესამე გუნდი - 30 ათასს და მეოთხე გუნდი - 10 ათასს.
სულ საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო თანხა შეადგენს 307 ათას ლარს.
მომავალი წლისთვის იგეგმება საპრიზო თანხის გაზრდა 500 ათას ლარამდე.