Share


ავთანდილ ჭრიკიშვილი ტოკიოს გრან სლემის გამარჯვებულია

2015-12-05 10:56:32

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ტოკიოს გრან სლემი მოიგო და 1982 წლის შემდეგ გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც იაპონიაში ამ პრესტიჟული ტურნირის მოგება შეძლო. 33 წლის წინ ამავე ტურნირში დავით ბოდაველმა გაიმარჯვა. სხვა ქართველს ეს შეჯიბრი მოგებული არ ჰქონდა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა -81კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო, ფინალში კი სამხრეთ კორეელი სეუნგსუ ლი დაამარცხა.

ამავე დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნუგზარ ტატალაშვილმა, რომელსაც -73კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილთან მოუწია დაპირისპირება.