Share


ფედერაციის ყრილობა

2015-01-03 16:32:29

3 იანვარს გამართულმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყრილობის მუშაობამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. განსახილველი იყო  სამი საკითხი:

1. აღმასკომის წევრის ჩანაცვლების საკითხი.

2. 2013-2014 წლების ძიუდოს ფედერაციის საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შეჯამება.

3. საკლუბო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები (წესდებაში ცვლილებების შეტანა)

 

პირველი საკითხი დღის წესრიგიდან თავიდანვე მოიხსნა, რადგან აღმასკომის წევრის ჩანაცვლების აუცილებლობა აღარ იყო.

მომდევნო ორ საკითხზე სიტყვით საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გამოვიდა. მან დეტალურად ისაუბრა ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ფედერაციის 2013-2014 წლების ანგარიში დელეგატებს ყრილობის დაწყებამდე მიეწოდათ.

მესამე საკითხმა, რომელიც ფედერაციის წესდებაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა, მცირე კამათი გამოიწვია, მაგრამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დადებითად გადაწყდა. შეტანილი ცვლილების მიხედვით ძიუდოს კლუბებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმს, მომდევნო საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე შესაძლებლობა ექნებათ ჰყავდეთ დელეგატი ხმის უფლებით.