Share


ფედერაციის ყრილობა 2015 წლის 3 იანვარს გაიმართება

2014-12-03 11:00:23

2015 წლის 3 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 12:00 საათზე გაიმართება საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობა შემდეგი დღის წესრიგით:

1. 2013-2014 წლების ძიუდოს ფედერაციის საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შეჯამება.

2. საკლუბო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები (წესდებაში ცვლილებების შეტანა)

3. აღმასკომის წევრის ჩანაცვლების საკითხი.