Share


ქართველი ჭაბუკების ტრიუმფი რუსეთში

2014-11-10 19:39:21

ქართველმა ჭაბუკებმა წარმატებით იასპარეზეს რუსეთის ქალაქ ტიუმენში გამართულ საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 1998-2000 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა. როგორც მასპინძლები აღნიშნავენ: „მედლების უმეტესობა საქართველოს წარმომადგენლებმა მოიპოვეს, რომელთაც შთამბეჭდავი და ემოციური ჭიდაობა აჩვენეს.  საკმარისია აღინიშნოს, რომ -55კგ, -60კგ და -66კგ წონითი კატეგორიების ფინალში ქართველებს თანაგუნდელებთან მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა.“ ჯამში ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 5 ოქროს, 5 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.

წონითი კატეგორიების მიხედვით მედლების მფლობელები გახდნენ:
-50კგ - საბა გრიგალაშვილი (ვერცხლი)
-55კგ -თემურ ნოზაძე (ოქრო), ირაკლი ხერგიანი (ვერცხლი)
-60კგ - რობიზონ ბეგლარაშვილი (ოქრო), ალეკო მამიაშვილი (ვერცხლი)
-66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი (ოქრო), გუგა გოგიტიძე (ვერცხლი)
-73კგ - ლაშა დუდაშვილი (ბრინჯაო)
-81კგ - გიორგი გოგოლიძე (ოქრო)
-90კგ - ავთო ტაბატაძე (ოქრო), ონისე სანებლიძე და ნიკა სიდამონიძე (ბრინჯაო)
+90კგ - ამირან წიქორიძე (ვერცხლი)

ტიუმენში 9 ნოემბერს გამართულ ტურნირში 400-მდე ძიუდოისტი მონაწილებდა, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს, მონღოლეთს, ყაზახეთს, ჩეხეთს, აზერბაიჯანს, ტაჯიკეთს და რუსეთის 14 რეგიონს.