Share


მსხალაძის ვერცხლი ზაგრებში

2014-09-14 22:11:12

ალექსანდრე მსხალაძემ ზაგრების გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.  მან -100კგ წონით კატეგორიაში პირველ წრეში დაამარცხა მეორე ნომრად განთესილი ბრაზილიელი რაფაელ ბუზაკარინი. შემდეგ სძლია სერბ შტეფან იურიშიჩს და ალჟირელ ლიეს ბუიაკუბს.  ფინალი მან რუსეთის წარმომადგენელთან ადლან ბისულტანოვთნ დათმო. ალექსანდრემ მსხალაძემ, რომელიც ტურნირზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო,  კარიერაში პირველად მოიპოვა გრან პრის ვერცხლის მედალი.