Share


საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა

2014-08-31 23:47:28

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სძლია ბრაზილიის ნაკრებს და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მანამდე ქართველმა ძიუდოისტებმა დაამარცხეს ჩეხეთისა და ყაზახეთის ნაკრებები, ნახევარფინალში კი დამარცხდნენ მომავალ ჩემპიონებთან იაპონელებთან. იაპონიამ ფინალში რუსეთს მოუგო და გუნდური ჩემპიონატების არსებობის ისტორიაში მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულების რაოდენობით მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრებია, რომელიც სამჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი.