Share


პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

2014-08-25 17:56:36

ამირან პაპინაშვილმა ჩელიაბინკსში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს -60კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ მსოფლიოს ჩემპიონთან მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან გაფრთხილებით დამარცხდა, ხოლო მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ისრაელის წარმომადგენელს არტიომ არშანსკის სძლია. ეს ამირან პაპინაშვილის კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია