Share


ახალგაზრდების წარმატება ევროპის თასზე

2014-04-06 19:52:52

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა 5–6 აპრილს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ევროპის თასზე. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 5 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა და გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავეს.

ევროპის თასის გამარჯვებულები გახდნენ: თორნიკე ნაგლიაშვილი (–55კგ), ივანე ჯავახიშვილი (–60კგ), გიორგი გუგულაშვილი (–66კგ), უშანგი მარგიანი (–81კგ), გუგა კიბორძალიძე (+100კგ). ვერცხლის მედლები მოიპოვეს ხატია ჯანაშვილმა (–63კგ) და ომარ ნიაზაშვილმა (–73კგ). ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ: ბექა ვიბლიანი (–66კგ), ილია მალვენიშვილი (–90კგ), ზაურ მამარდაშვილი (–90კგ), გიორგი თაყაძე (–100კგ) და გიგა გელაშვილი (+100კგ)