Share


21-23 მარტი 2014, გრან პრი, თბილისი

2014-03-07 13:27:34

  21-23 მარტს თბილისში სპორტის სასახლეში გაიმართება გრან პრი. ამ რანგის შეჯიბრი საქართველოში პირველად ჩატარდება. გრა პრის სტატუსი თბილისის ტურნირმა შარშან მიიღო, როდესაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მარიუს ვიზერის საქართველოში სტუმრობისას ხელი მოეწერა სამმხრივ ხელშეკრულებას საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას შორის. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 აშშ დოლარია. წინასწარი მონაცემებით გრან პრიში მონაწილეობას მიიღებენ 30-მდე ქვეყნის წარმომადგენლები. შეჯიბრი ჩატარდება, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის. ტურნირში უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები.

მონაწილე ქვეყნები

ოფიციალური პროგრამა

ჟურნალისტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე - http://www.datastat.si/IJF_media/