Share


საქართველოს ნაკრები 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

2021-11-07 23:58:57

საქართველოს ნაკრები 23 წლამელთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს. მანამდე კი სძლიეს საფრანგეთისა და უნგრეთის ნაკრებებს. მას შემდეგ, რაც გუნდური შეჯიბრებები შერეული სისტემით (ბიჭები და გოგონები) ტარდება, საქართველოს ნაკრები პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.

ინდივიდუალურ ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქრო - ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ილია სულამანიძე (-100კგ),

ვერცხლი - ალეკო მამიაშვილი (-73კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ),

ბრინჯაო - გიორგი თუთაშვილი (-66კგ), გიორგი ჩიქოვანი (-100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ).