Share


გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრან პრი მოიგო

2019-09-22 20:56:11

გურამ თუშიშვილი ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა მასპინძელი ბეკმუროტ ოლტიბოევი დაამარცხა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-13 პოზიციაზე იყო. თავად თუშიშვილმა ამ გამარჯვების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში +100კგ წონით კატეგორიაში ლიდერობა შეინარჩუნა. გურამ თუშიშვილმა 2018 წლის ივლისის შემდეგ, როდესაც ზაგრების გრან პრიზე გაიმარჯვა, შვიდ ტურნირში იასპარეზა და ყველა მოიგო წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა. მათ შორის შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი და მასტერსი.

ტაშკენტის გრან პრიზე -90კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრა წააგო ოლიმპიურ ჩემპიონთან იაპონელ მაშუ ბეიკერთან.