Share


თბილისის გრან პრი 2019

2019-03-22 13:36:02

29-31 მარტს თბილისში ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქ. 15ა. უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) გაიმართება გრან პრი, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. შეჯიბრი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტარდება და 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის ჩასათვლელ ქულებს იძლევა. თბილისის გრან პრიზე,  რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია, 52 ქვეყნის 400-ზე მეტი ძიუდოისტი იასპარეზებს. მათ შორის საქართველოს ნაკრებიც, რომლის შემადგენლობაში 28 ვაჟი და 9 ქალი იქნება.

28 მარტს 14 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა კენჭისყრა, ხოლო შეჯიბრი ოლიმპიურ სასახლეში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

29 მარტი - ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ. კაცები: -60კგ, -66კგ.

30 მარტი - ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ.

31 მარტი - ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.

წინასწარი შეხვედრები 29 მარტს 11:00-ზე დაიწყება, 30-31 მარტს - 12:00-ზე.

ფინალური ბლოკის დასაწყისი 17:00.

თბილისის გრან პრის პირდაპირი ტელერეპორტაჟი მსოფლიოს ორმოცამდე ქვეყანაში გადაიცემა. საქართველოში ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს „სილკ უნივერსალი“ გადასცემს.

ინფორმაცია გრან პრის მონაწილეების შესახებ

პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა