Share


ვაჟა მარგველაშვილმა ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო

2018-11-17 08:49:15

ვაჟა მარგველაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ტურის ზედიზედ მეორე შეჯიბრი მოიგო. ამჯერად იგი ჰააგის გრან პრის გამარჯვებული გახდა.  მარგველაშვილი ჰააგაში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და მან ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. -66კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ისრაელის წარმომადგენელი ბარუხ შმაილოვი ვაზარით დაამარცხა. მანამდე ჩატარებული ოთხივე შეხვედრა კი იპონით მოიგო. სამიოდე კვირის წინ ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზეც იმარჯვა.

ჰააგაში -73კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლაშა შავდათუაშვილმა.