Share


ვარლამ ლიპარტელიანის ვერცხლი

2018-09-25 19:01:07

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპონატის მეექვსე დღეს დამაჯერებლად იასპარეზა და მხოლოდ ფინალში მეხუთე დამატებულ წუთზე დამარცხდა სამხრეთ კორეელ გუჰამ ჩოსთან. მანამდე კი დაამარცხა ფრანგი ალექსანდრ იდირი, აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი, ეგვიპტელი რამადან დარვიში და ნახევარფინალში მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი.

მსოფლიოს ჩემპიონატებზე ეს ვარლამ ლიპარტელიანის მიერ მოპოვებული ზედიზედ მეხუთე მედალია. იგი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე 5 მედალი აქვს მოპოვებული.

2018 - ვერცხლი
2017 - ვერცხლი
2015 - ბრინჯაო
2014 - ბრინჯაო
2013 - ვერცხლი

ასევე მას მოპოვებული აქვს ვერცხლის მედალი 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.