Share


ამირან პაპინაშვილის ბრინჯაო

2018-09-20 18:09:30

ამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი დაამარცხა. მანამდე ერთმანეთის მიყოლებით მოუგო მალაველ ემანუელ ნდავუს, ბულგარელ იანისლავ გერჩევს, აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს, ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს, ნახევარფინალში კი ამარცხებდა რუსეთის წარმომადგენელს რობერტ მშვიდობაძე და რომ არა ძირითადი დროის ბოლო წამზე გაშვებული გდება, პაპინაშვილს ფინალშიც ვიხილავდით. დამატებით დროში ნახევარფინალი მშვიდობაძემ მოიგო, პაპინაშვილს კი მესამე ადგილისთვის ჭიდაობა მოუწია.

ამირან პაპინაშვილის კარიერაში ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე ბრინჯაოს მედალია. პირველად იგი მესამე პრიზიორი 2014 წელს გახდა.

ამავე დღეს -60კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წარმომადგენელი ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც ბულგარელ ვალენტინ ალეპიევთან გამარჯვების შემდეგ, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა.