Share


ქართველების ტრიუმფი პირველ დღეს

2018-03-30 21:14:49

შეჯიბრის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 5 მედალი  მოიპოვეს, აქედან 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს. აღსანიშნავია, რომ -60კგ წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი ქართველების ანგარიშზეა:

ოქრო - ლუხუმ ჩხვიმიანი

ვერცხლი - ამირან პაპინაშვილი

ბრინჯაო - ლაშა ჩადუნელი და თემურ ნოზაძე.

-66კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ვაჟა მარგველაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარნინი დაამარცხა.