Share


30 მარტი-1 აპრილი 2018, გრან პრი, თბილისი, საქართველო

2018-03-30 11:24:59

30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით თბილისი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გასამართ გრან პრის უმასპინძლებს. თბილისის გრან პრი ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქ. 15ა. უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) გაიმართება, სადაც მონაწილეობას დაახლოებით 39 ქვეყნის 309 სპორტსმენი მიიღებს.

პროგრამა
29 მარტი - კენჭისყრა 14:00
30 მარტი - ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ. კაცები: -60კგ, -66კგ.
31 მარტი - ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ.
1 აპრილი - ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.
წინასწარი შეხვედრების სავარაუდო დასაწყისი 10:00 (ზუსტი დრო გამოცხადდება კენჭისყრის შემდეგ). 
ფინალური ბლოკის დასაწყისი 16:00.

ინფორმაცია გრან პრის მონაწილეების შესახებ

მედიააკრედიტაციები გაიცემა 29 მარტს კენჭისყრის დაწყებამდე 11:00-14:00 საათებში სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“