Share


17 ივლისი 2019, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი - ოქროს ლიგა, თბილისი

2019-07-17 11:38:01

17 ივლისს ძიუდოს აკადემიაში გაიმართება ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი “ოქროს ლიგა“ , სადაც წინასწარი ეტაპის 8 საუკეთესო კლუბი იასპარეზებს. „ოქროს ლიგის“ საპრიზო ფონდი 210 ათასი ლარია. შეჯიბრი 14:00-ზე დაიწყება.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 9 მარტს ქალაქ თელავში გაიმართა და ამ შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 56 კლუბი მონაწილეობდა. გამოვლინდა 8 საუკეთესო კლუბი, რომელიც „ოქროს ლიგაში“ იასპარეზებს: არსენა (საგარეჯო), ახმეტა (ახმეტა), გლადიატორი (გურჯაანი), ვარსკვლავი 2024 (მცხეთა), ვიპ ძიუდო (გორი), მებრძოლი 2015 (თბილისი), შევარდენი 2005 (თბილისი), ჯორჯია (თბილისი). აღსანიშნავია, რომ შარშან „ოქროს ლიგაში“ მოასპარეზე რვა კლუბიდან წლეულს აქ მონაწილეობის უფლება მხოლოდ ორმა კლუბმა „შევარდენი 2005“-მა და „ვიპ ძიუდომ“ მოიპოვა.

გამარჯვებული კლუბი 50 ათას ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული კლუბი - 40 ათას ლარს. მესამეადგილოსნები 30 ათას ლარს მიიღებენ. მესამე ადგილისთვის შეხვედრებში დამარცხებულ კლუბებს 20 ათასი ლარი შეხვდებათ, ხოლო მეშვიდე ადგილზე გასულ კლუბებს - 10 ათასი ლარი.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკებს შორის წლეულს მეშვიდედ ტარდება. წინა ექვსივე ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის “შევარდენი 2005“ გახდა.

დებულება

კლუბების შემადგენლობა