Share


21-22 აპრილი, საქართველოს ჩემპიონატის სალიცენზიო შეჯიბრი ახალგაზრდებს შორის, თბილისი, ბათუმი

2018-04-21 12:49:11

21-22 აპრილი 2018 - საქართველოს ჩემპიონატის სალიცენზიო შეჯიბრი ახალგაზრდებში, თბილისი, ბათუმი - დებულება

რეგისტრაცია დასრულდა

მონაწილეები

აწონვა ჩატარდება ყველა წონით კატეგორიაში!

21-22 აპრილს  თბილისსა და ბათუმში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატის სალიცენზიო შეჯიბრი ახალგაზრდებს შორის.
თბილისში აღმოსავლეთ საქართველოს შესარჩევი შეჯიბრი ჩატარდება 
21 აპრილს: -55კგ, -60კგ, -66კგ და -73კგ წონით კატეგორიებში
22 აპრილს: -81კგ, -90კგ, -100კგ და +100კგ.
ბათუმში დასავლეთ საქართველოს ყველა წონის შეჯიბრი ჩატარდება 21 აპრილს.
ზოგიერთ წონით კატეგორიაში მონაწილეთა სიმცირის გამო შეიძლება არ ჩატარდეს შეჯიბრი, მაგრამ აუცილებლად ჩატარდება აწონვა. განაცხადში მყოფი ყველა ძიუდოისტი ვალდებულია გამოცხადდეს აწონვაზე და ჩააბაროს წონა. ის ძიუდოისტები, რომლებიც არ გამოცხადდებიან აწონვაზე ან ვერ ჩააბარებენ წონას, არ დაიშვებიან საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.