საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა აბუ-დაბიში გამართულ გრან სლემზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ვერცხლის მედლის მფლობელი -90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი გახდა, რომელიც სამი შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა.
ბრინჯაოს მედალს -66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი დაეუფლა.