ამირან პაპინაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებული გახდა. -60კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა. პაპინაშვილმა, რომელიც ზაგრებში პირველ ნომრად იყო განთესილი, ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო - ჯერ იაპონელ დაი აიკოს სძლია, შემდეგ კი აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვს და თურქეთის სახელით მოასპარეზე ბეკირ ოზლუს. ამირან პაპინაშვილმა კარიერაში მეოთხედ გაიმარჯვა გრან პრიზე. ამ სეზონში ეს მისი პირველი გამარჯვებაა.
-100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვარლამ ლიპარტელიანმა.