საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრში 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი -81კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: ტატო გრიგალაშვილი (-73კგ), ამირან წიქორიძე და გელა ზაალიშვილი (ორივე +100კგ).
ჩემპიონატის ბოლო დღეს გუნდური შეჯიბრი გაიმართა, სადაც საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.