Share


საქართველოს ნაკრების ბრინჯაო გუნდურ შეჯიბრში

2017-08-13 22:55:46

საქართველოს ნაკრებმა კადეტთა შორის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძიუდოს ისტორიაში გუნდური შეჯიბრი პირველად ჩატარდა შერეულ გუნდებს შორის, ანუ ვაჟთა და გოგონათა გაერთიანებულ გუნდებს შორის, სადაც ერთ გუნდში 8 ძიუდოისტი 4 ვაჟი და 4 გოგონა იყო.

ვაჟების წონები: -55კგ, -66კგ, -81კგ, +81კგ.

გოგონების წონები: -44კგ, -52კგ, -63კგ, +63კგ.

საქართველოს ნაკრებს -44კგ-ში მონაწილე არ ჰყავდა და შესაბამისად 7 ძიუდოისტით მოუწია ასპარეზობა. ქართველმა ძიუდოისტებმა პირველ შეხვედრაში დაამარცხეს იტალიის ნაკრები. მეოთხედფინალში სძლიეს იაპონიას. ეს გამარჯვება ისტორიული იყო, რადგან საქართველოს არცერთი ასაკის ნაკრებს აქამდე გუნდურ შეჯიბრში იაპონია არასოდეს დაემარცხებინა. ნახევარფინალში წააგეს რუსეთთან, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მოუგეს გერმანიას.

შეჯიბრის გამარჯვებული საბოლოოდ რუსეთი გახდა, რომელმაც ფინალში ბრაზილიას მოუგო. მეორე ბრინჯაო იაპონიამ მოიპოვა.