ვარლამ ლიპარტელიანმა -100კგ წონით კატეგორიაში პირველი ტურნირი მოიგო. მან მინსკში ევროპის ღია პირველობაზე იმარჯვა, სადაც ფინალში მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერს ჰოლანდიელ მიხაელ კორელს სძლია. მანამდე კი 3 შეხვედრა მოიგო.
ასევე პირველი მედალი მოიპოვა ახალ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილმა. მან -81კგ-ში ხუთი შეხვედრის მოგების შემდეგ მხოლოდ ფინალი დათმო.