საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის თასზე პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბიალაში 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულები გახდნენ: მიხეილ ბახბახაშვილი (-66კგ), ლაშა ბექაური (-73კგ), გოჩა ღვაჩლიანი (-81კგ) და მიხეილ ბექაური (-90კგ). ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი კაპანაძე (-60კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ლუკა კაპანაძემ (-55კგ), ილია სულამანიძემ (-81კგ), გიორგი კარიაულმა (-90კგ), ალექსი სვიანაძემ და ლევან ჭელიძემ (ორივე +90კგ).