საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გამართულ გრან სლემზე 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეჯიბრის პირველ დღეს ვერცხლის მედალს დაეუფლა ამირან პაპინაშვილი (-60კგ). მერე დღეს კი ლევან მატიაშვილმა (+100კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ზებედა რეხვიაშვილმა (-81კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ) ბრინჯაოს მედლები.