ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) დიუსელდორფის გრან პრის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი ნორიჰიტო ისოდა დაამარცხა.
ამირან პაპინაშვილმა (-60კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
-73კგ წონით კატეგორიაში ასევე ვერცხლის მედლის გახდა მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი.