კობა მჭედლიშვილი და ბექა ღვინიაშვილი ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
კობა მჭედლიშვილი -81კგ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალში გავიდა, სადაც იტალიელი ანტონიო ესპიზიტო დაამარცხა. ფინალამდე ასევე ოთხი შეხვედრა მოიგო ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც ფინალში ბელარუს იგორ ვარაპაევთან გაიმარჯვა.