30 სექტემბერს 13:00 საათზე სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ (რუსთაველის 29) გაიმართება საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.
ყრილობის დღის წესრიგი:
1. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოხსენება, ოთხწლიანი ანგარიში.
2. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.
3. ვიცე-პრეზიდენტების და აღმასკომის წევრების დამტკიცება.
4. სხვადასხვა