Share


ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

2016-07-02 20:22:31

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა. -57კგ წონით კატეგორიაში მან ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც იტალიელი ნიკოლე დისანტო დაამარცხა. ეთერ ლიპარტელიანი შარშან ამავე წონაში თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა სოფიო სომხიშვილმა (+70კგ). ბოლო ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ გიორგი ჩიქოვანი (-90კგ) და ნიკა დონღვანი (+90კგ)