თენგიზ ნავერიანის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის, I ლიგის გამარჯვებული მარნეულის კლუბი "ნავერიანი " გახდა. ფინალში მასპინძელთა გუნდმა თბილისის „შავი ავაზა“ დაამარცხა. მესამე ადგილისთვის შეხვედრებში თბილისის „ბოკვერმა“ „ბათუმს“ მოუგო, ხოლო „ახმეტამ“ ზესტაფონის „ფალავანი“ დაამარცხა. I ლიგაში, რომლის საპრიზო ფონდი 20 ათასი ლარი იყო, სულ მონაწილეობა მიიღო 26-მა კლუბმა. საპრიზო თანხა რვა საუკეთესო კლუბზე გადანაწილდა. გამარჯვებულს 7 ათასი ლარი შეხვდა.