დაიწყო საქართველოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი უფროსებს შორის, სადაც მონაწილეობს 7 გუნდი: „შევარდენი 2005“, „ლიდერი“, „მებრძოლი 2015“, (სამივე თბილისი) „ვიპ-ძიუდო“, „ლომჭაბუკი“ (ორივე გორი), „გლადიატორი“ ( გურჯაანი) და „დურმიშხანი“ (ქარელი).
ჩემპიონატი ჩატარდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპი ჩატარდება წრიული სისტემით, ანუ ყველა გუნდი ერთმანეთს შეხვდება. პირველი ეტაპის საპრიზო თანხა შეადგენს 147 ათას ლარს.
10 აპრილს ჩატარდა პირველი და მეორე ტურის შეხვედრები, თითოეულმა გუნდმა ჩაატარა 2 შეხვედრა. სულ ჩატარდა 7 მატჩი:
ლიდერი 4 - 3 ლომჭაბუკი
დურმიშხანი 5 - 2 გლადიატორი
ვიპ ძიუდო 4 - 3 შევარდენი 2005
ლიდერი 4 - 3 დურმიშხანი
ვიპ ძიუდო 2 - 5 მებრძოლი 2015
ლომჭაბუკი 3 - 4 გლადიატორი
შევარდენი 2005 3 - 4 მებრძოლი 2015
2 ტურის შემდეგ გათამაშების ცხლილში დაწინაურდა "მებრძოლი 2015"
გათამაშების ცხრილი 2 ტურის შემდეგ | ||||
შეხვედრა | მოგება | წაგება | ||
1 | მებრძოლი 2015 | 14 | 9 | 5 |
2 | ლიდერი | 14 | 8 | 6 |
3 | დურმიშხანი | 14 | 8 | 6 |
4 | გლადიატორი | 14 | 6 | 8 |
4 | ვიპ ძიუდო | 14 | 6 | 8 |
4 | ლომჭაბუკი | 14 | 6 | 8 |
4 | შევარდენი 2005 | 14 | 6 | 8 |
"ლიდერი" მეორე ადგილზეა "დურმიშხანთან" პირადი შეხვედრის მოგების გამო.
ფინალური ეტაპი, სადაც 4 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს, გაიმართება შემოდგომაზე და მისი საპრიზო თანხა შეადგენს 160 ათას ლარს. გამარჯვებული გუნდი მიიღებს 70 ათასს. მეორე ადგილზე გასული - 50 ათასს, მესამე გუნდი - 30 ათასს და მეოთხე გუნდი - 10 ათასს.
სულ საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო თანხა შეადგენს 307 ათას ლარს.
მომავალი წლისთვის იგეგმება საპრიზო თანხის გაზრდა 500 ათას ლარამდე.