Share


2 ბრინჯაო დიუსელდორფში

2016-02-21 19:34:05

საქართველოს ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრიზე ასპარეზობა 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ვაჟა მარგველაშვილმა -66კგ-ში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დიუსელდორფის გრან პრის შარშანდელი გამარჯვებული იაპონელი კენგო ტაკაიჩი დაამარცხა და თავად გაიმეორა შარშანდელი შედეგი. ლაშა შავდათუაშვილმა კი -73 კგ-ში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვენიელ როკ დრაკშიჩს სძლია.