Share


"შევარდენი-2005" ისევ ჩემპიონია

2015-10-31 22:07:09

საქართველოს ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული კლუბი "შევარდენი-2005" გახდა. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ამჯერად, ძიუდოს აკადემიაში 2000-2001 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის ჩატარდა და მასში კლუბების სარეკორდო რაოდენობა 36 კლუბი მონაწილეობდა. გაზრდილი იყო საპრიზო ფონდიც, რომელმაც 14 ათასი ლარი შეადგინა.

ისევე როგორც წინა ორ ჩემპიონატში, ფინალში ამჯერადაც თბილისური კლუბები 'შევარდენი-2005" და "ლიდერი" გავიდნენ და გამარჯვება ისევ "შევარდენი-2005-'ს დარჩა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გორის კლუბმა "ვიპ ძიუდო" და თბილისის "მებრძოლი 2015"-მა.

შედეგები

სურათზე - "შევარდენი-2005" და "ლიდერი" დაჯილდოების შემდეგ