შეჯიბრის მეორე დღეს ტატამზე საქართველოს ნაკრების სამი ძიუდოისტი გავიდა და სამივემ მედალი მოიპოვა. ჩემპიონი -60კგ წონით კატეგორიაში გახდა რობინზონ ბეგლარაშვილი, რომლის მიერ მოპოვებული ოქროს მედალი საქართველოს დელეგაციისთვის ამ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი ოქროა. -48 კგ-ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნატალია ყიფშიძემ, რომელიც ფესტივალების ისტორიაში გახდა მეორე ქართველი მედალოსანი გოგონა (პირველი მედალი მარიამ ჯანაშვილმა 2013 წელს მოიპოვა). -66კგ-ში მესამე ადგილზე გავიდა ბაგრატ ნინიაშვილი