Share


მზია ბებოშვილი ევროპის ჩემპიონია

2015-07-03 19:52:06

მზია ბებოშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში კადეტთა ევროპის ჩემპიონატის პირველსავე დღეს -52კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ავსტრიელი ლიზა დენგი დაამარცხა. ფინალამდე ბებოშვილმა 4 შეხვედრა მოიგო და დაამარცხა ძიუდოისტები ისრაელიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან და რუსეთიდან. ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში მზია ბებოშვილი, გახდა მეორე ძიუდოისტი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა. 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი გახდა. თავად მზია ბებოშვილი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელსაც ოფიციალურ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით მედალი მოუპოვებია. ის ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლამდე ერთი მოგება დააკლდა ნინო მგელაძეს.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი -50კგ-ში გიორგი ნიაზაშვილი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ რობინზონ ბეგლარაშვილი (-60კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ)