Share


აღმასკომის სხდომა

2015-06-04 17:56:55

4 ივნისს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

აღმასკომის წევრებმა მოუსმინეს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ირაკლი უზნაძეს, რომელმაც ისაუბრა ნაკრების მზადების შესახებ ბაქოს პირველი ევროპული თამაშებისთვის (ევროპულ თამაშებზე ძიუდოისტები 25-28 ივნისს იასპარეზებენ). ირაკლი უზნაძემ დამსწრეთ გააცნო ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც ბაქოში იასპარეზებს: ამირან პაპინაშვილი (-60კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (-73კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81კგ), უშანგი მარგიანი (-81კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-90კგ), ბექა ღვინიაშვილი (-90კგ),  ადამ ოქრუაშვილი (+100კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ). სამწუხარო ის არის, რომ გუნდური შეჯიბრისთვის, თამაშების დებულებიდან გამომდინარე, სხვა ძიუდოისტის დამატება შეუძლებელია.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა აღმასკომის წევრებს გააცნო ძიუდოს აკადემიის განვითარების პროექტი. მან დაწვრილებით ისაუბრა იმ გეგმებზე, რის გაკეთებასაც ფედერაცია აპირებს თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც არსებული ძიუდოს აკადემია საქართველოს ძიუდოს ფედერაციას გადაეცემა.