Share


გუნდური პირველი ადგილი თბილისში

2015-03-22 19:57:29

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე ვაჟთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.

ოქრო – ბექა ღვინიაშვილი (–90კგ), ლევან მატიაშვილი (+100კგ)

ვერცხლი – უშანგი მარგიანი (–81კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (–90კგ), ადამ ოქრუაშვილი (+100კგ)

ბრინჯაო – ლაშა შავდათუაშვილი (–73კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (–73კგ)