გრან პრიზე დასასწრები მედია-აკრედიტაციის მსურველმა ჟურნალისტებმა აკრედიტაციის პროცედურა უნდა გაიარონ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ საიტზე, შემდეგ მისამართზე - http://www.datastat.si/IJF_media/?p=register&id=86
აკრედატიციის პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება 15 მარტამდე. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საინფორმაციო ბაზაში დარეგისტრირებული ჟურნალისტები აკრედიტაციებს მიიღებენ 19 მარტს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" 14:00 საათზე დაგეგმილ ტურნირის ოფიციალურ კენჭისყრაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურს - 2 23 54 33
საქართველოს ნაკრები
-60 კგ - ამირან პაპინაშვილი, პაატა მერებაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი, მინდია ლილუაშვილი, შალვა ქარდავა
-73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, ზვიად კაპანაძე
-81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ამბაკო ავალიანი
-90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი
-100 კგ - ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი, იასონ ნემსაძე, ალექსანდრე მსხალაძე
+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, ვახტანგ ოქრუაშვილი
+78 კგ - ირინე ლეონიძე